„ღმერთო, სამშობლო გადამირჩინე და თუ საჭიროა, ჩემი სიცოცხლე შეიწირეო"
“ბოლომდდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწრას ვერ გაექცევი.”
“არიან ადამიანები, რომელთა ზოგიერთი თვისება ნაცნობი ხდება მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ. ალბათ, მეც მათ რიცხს მივეკუთვნები.”
“ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”.
“ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”.
"რაცა ვარ, ესა ვარ: დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა და უცოდველობით. მე ვდგავარ ერთ პოზიციაზე - რაიმე კონკრეტული სარგებლობა მოვუტანო ჩემს ერს"...
„დედაჩემი დამესიზმრა სანთლით ხელში, ამ სანთელს მე მინთებდაო“.
ჟიული შარტავას ომის დროს სოხუმში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი) ეწვია , რომელმაც დალოცა და გაამხნევა იგი . მიტროპლიტთან შეხვედრის დროს ბატონმა ჟიულიმ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები :
"თუ სიცოცხლის გაღება იქნება საჭირო , მე უყოყმანოდ გავაკეთებ ამას ერისთვის " !
„რასაც ხელს მოვკიდებდი , გულისხმიერებითა და ძალღონის დაუზოგავად ვემსახურებოდი!“
„რაკი მე აქ ჩამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, მზად ვარ ყველაფერი გავიღო, რაც გამაჩნია, თვით საკუთარი სიცოცხლე!“
მე ეს ქალაქი საქართველომ ჩამაბარა!
„..... მე ბოლომდე დავრჩები, ვალდებული ვარ, თუ გაცლაა, ერთად გავეცლებით აქაურობას!“
„მე აქ უნდა ვიყო, რადგან ხალხი მუდმივად რეკავს და თუ აღმოჩნდა, რომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ადგილზე არ არის, შეიძლება მდგომარეობა გართულდეს და ამას უარესი შედეგებიც მოყვება“
Комментариев нет:
Отправить комментарий