აფხაზეთის მიწაზე
აფხაზეთის მიწაზე გულისძგერა ქრებოდა,
შიშის გრძნობა არ ჰქონია ქართველს.
ახ,რამდენი ვაჟკაცი სიკვდილს ეგებებოდა,
უკან არ დაუხევია არცერთს.
სუყველანი გმირულად ბრძოლის ველზე დაეცნენ,
მათ სხეულებს უბერავდა ქარი.
მათ აკვანში ჩაესმით დაღუპულთა ძახილი:
აფხაზეთი საქართველო არის!
ისევ იბადებიან,აკვანს არწევს დიდედა!
მცხეთას ისევ ირეკება ზარი!
საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი:
აფხაზეთი საქართველო არის!
ყველა ერთად წავიდეთ,პირი შევკრათ ბიჭებო
და ერთმანეთს დავუმშვენოთ მხარი!
ჩვენ ზემოდან დაგვცქერის დაღუპულთა სულები,
მათ წინაშე მოვიხადოთ ვალი.
აფხაზი ვარ
ოო ორირავო რერა ოსა რაოდა ვარირაო რერა
ოო რერა რივო რერა აფხაზეთიდან ვიყავ რაშა
ალმასი ვარ ხალსასი ვარ დედისერთა აფხაზი ვარ
არ გეგონოს ძალაზე ვარ ან ჩერქეზი ან ლაიზი ვარ
მე ლაფშაზე არ ვაზივარ მხარს გავაქნევ გავაზი ვარ
არა ძმაო აფხაზი ვარ მურძაყანის მალხაზი ვარ
ოო რირავო რერა ვოსა რაიდა ვარირაო რერა
ოო რერა რივო რერა აფაზეთიდან ვიყავ რაშა
კიდევაც ვნახავ ცა სჭექდეს თოვლის წილ წვიმა
ცვიოდეს ანოყივრებდეს მიწასა მდინარეები ხვიოდეს
აღარვინ იტანჯებოდეს და აღარცვის შიოდეს სიმართლის გამარჯვებასა ცაზე არწივი ყიოდეს..
ოო რირავო რერა ვოსა რაიდა ვარირაო რერა
ოო რერა რივო რერა აფაზეთიდან ვიყავ რაშა
კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე ყოველდღესა შენს თავს ჰკითხე აბა მე დღეს ვის რა ვარგე...
ჰოიდა ჩემო აფხაზურა წყალი მასვი ალმასურად
ოო რირავო რერა ვოსა რაიდა ვარირაო რერა
ოო რერა რივო რერა აფაზეთიდან ვიყავ რაშა
ფსოუს წყალი
[Psou's Water]
კომპოზიტორი: ნუგზარ თუშიშვილი ლექსი: რევაზ ოსეფაშვილი
ეს სისხლი, ეს ცრემლიც, ეს ძაძაც დრო სუფთა,
დროს სურდა დროებით, ძმათა გზის არევა,
ვით დაჭრილ ირმის გუნდს, გულს ისევ მოსწყურდა,
მამულის საზღვარზე ფსოუს წყლის დალევა,
ვით დაჭრილ ირმის გუნდს, გულს ისევ მოსწყურდა,
მამულის საზღვარზე ფსოუს წყლის დალევა.
ვუმღეროთ სამშობლოს
ძლიერს და ერთიანს,
გვიყვარდეს
ერთურთი, ეს ყველას ვალია,
დალიეთ, შვილები
მადლობას გეტყვიან,
დალიეთ გმირებო,
ეს ფსოუს წყალია.
მშვიდობის მაცნეთა ცა ხმლებით გახაზეს,
დარდის და ცრემლისთვის დროს აღარ სცალია,
დალიეთ, მშვიდობა
ვუსურვოთ აფხაზეთს,
დალიეთ გმირებო
ეს ფსოუს წყალია.[x2]
წავიდა, განქარდა დღეები საზარი,
დრო იტყვის, რაც მოხდა, ვისი რა ბრალია,
დალიეთ, სიყვარულს არა აქვს საზღვარი,
დალიეთ გმირებო ეს ჩვენი წყალია.
ვუმღეროთ სამშობლოს
ძლიერს და ერთიანს,
გვიყვარდეს
ერთურთი, ეს ყველას ვალია,
დალიეთ, შვილები
მადლობას გეტყვიან,
დალიეთ გმირებო
ეს ფსოუს წყალია.
ჰეი ბიჭებო, საბრძოლო
სევდა ჩუმათ ათოვს დღეებს
გველოდება ისევ ბრძოლა
და ქარს მიაქვს ჩევნი ხმები შორს
თუ რამ გინდათ დღეს გვითხარით
ხვალ იქნება ალბათ გვიან
არ დაგვრჩება მოგონების დრო
მზე ამოვა სისხლის ფერი
და პატარა ათინათი
გადმოგვხედავს სევდიანად ჩვენ
ისევ ისევ ბრძოლა გველის
ისევ ჩვენთან არის ღმერთი
ისევ დგება გადამწყვეტი დღე
ჰეი ბიჭებო ამ გიტარას ისევ
დავაწყვიტოთ სიმები
ჰეი და ისევ შავი ღამის ჯინზე
გავათენოთ სიმღერით
და ვიმღეროთ თუნდაც ერთი
თუნდაც ბოლო სიმღერა
დედა საქართველოს ლოცვით
დაგიფარავთ ეს მანდილი
და გახსოვდეთ რაინდები ხართ
მიფრინავენ ისევ წლები
ისევ დგება ჩვენი ჯერი
მამულისთვის ისევ ვიღებთ ხმალს
მზე ამოვა სისხლის ფერი
და პატარა ათინათი
გადმოგვხედავს სევდიანად ჩვენ
ისევ ისევ ბრძოლა გველის
ისევ ჩვენთან არის ღმერთი
ისევ დგება გადამწყვეტი დღე
ჰეი ბიჭებო ამ გიტარას ისევ
დავაწყვიტოთ სიმები
ჰეი და ისევ შავი ღამის ჯინზე
გავათენოთ სიმღერით
და ვიმღეროთ თუნდაც ერთი
თუნდაც ბოლო სიმღერა
ჰეი ბიჭებო ამ გიტარას ისევ
დავაწყვიტოთ სიმები
ჰეი და ისევ შავი ღამის ჯინზე
გავათენოთ სიმღერით
და ვიმღეროთ თუნდაც ერთი
თუნდაც ბოლო სიმღერა
ფრთამოტეხილი მაფშალია
შენ გესროლეს და მე მომხვდა გულზე,
ტყუპის ცალი ძმის ნასროლი ტყვია.
ენგურიდან შენს ხერხემალს ვუმზერ,
კუთხე არა, სიყვარულია გქვია...
ფრთამოტეხილ მაფშალიას ვგავარ,
გაკვირტული გაზაფხული ყრია.
მზე შენს ცაზე არასოდეს ჩავა,
წარმართების აღსარება გქვია...
დღეს ილორი, თუ სიზმარში მწყალობს,
როგორ გახმა შენს ფერდობზე ია,
ვიფერფლები მა ღურელი გვალო,
და უშენოდ უპატრონო მქვია...
ცას შეახმა თოლიების სისხლი,
ძლივს დავდივარ, უძლური და ჩია.
უსახლკაროს მიყურებენ ზიზღით,
გული სკდება, რომ წარსული გქვია...
ვეპარები შენს დასეტყვილ ველებს,
კარს თუ არა, გულს დატოვებ ღიას...
თუ ჩამიკრავ, შემახსენე მერე,
რომ უშენოდ ჯოჯოხეთი მქვია...
Комментариев нет:
Отправить комментарий